მსოფლიო
სომხეთში „სამოქალაქო დაუმორჩილებლობის“ აქციები განახლდა
სომხეთში „სამოქალაქო დაუმორჩილებლობის“ სახელით ცნობილი საპროტესტო მოძრაობა, რომელსაც ხელმძღვანელობს პარტია „სამოქალაქო თანხმობის“ ლიდერი ნიკოლ პაშინიანი, განახლდა.
პაშინიანმა მოუწოდა მხარდამჭერებს, შეიკრიბონ ერევნის რესპუბლიკის მოედანზე იმისთვის, რომ „განამტკიცონ ხავერდოვანი ეროვნული რევოლუციის გამარჯვება“.
დემონსტრანტებს შეუერთდა გაგიკ ცაცუკიანის პარტია „აყვავებული სომხეთი“. პარტიამ თავის მომხრეებს ქუჩებში გასვლისკენ მოუწოდა.
გუშინ გვიან საღამოს ნიკოლ პაშინიანმა ფეისბუკის ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მთავრობა ცდილობს, გამოიყენოს პრემიერის პოსტიდან სერჟ სარგსიანის გადადგომა რესპუბლიკური პარტიის მმართველობის შესანარჩუნებლად. შემდგომ ცნობილი გახდა, რომ დღეისთვის დაგეგმილი შეხვედრა პაშინიანსა და პრემიერის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის, კარენ კარაპეტიანს შორის აღარ გაიმართება.
თავის მხრივ, კარენ კარაპეტიანმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, პაშინიანმა ცალმხრივად წააყენა მოთხოვნები, რომლებიც დიალოგს გამორიცხავდა.
აქციები სომხეთში 13 აპრილს დაიწყო, რასაც მოჰყვა ორშაბათს სერჟ სარგსიანის გადადგომა პრემიერის თანამდებობიდან.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


