მსოფლიო
სომხეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა
სომხეთის ქალაქ კაპანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ქალაქის ყველა შენობიდან, ბავშვების ევაკუაცია განხორციელდა, თუმცა მიწისქვეშა ბიძგებს ნგრეევა არ გამოუწვევია.
ამის შესახებ სომხურ მედიას კაპანის მერის პრეს-მდივანმა არმინე ავაგიანმა განუცხადა.
„თავდაპირველად ბიძგები ძლიერი იყო და მას უცნაური ხმაური მოჰყვა. ადამიანებში ასოციაცია გაჩნდა, რომ სადღაც რაღაცა აფეთქდა, შემდეგ ავთერშოკი მოხდა და გასაგები გახდა, რომ მიწისძვრა იყო“,-აღნიშნა ავაგიანმა.
მისი თქმით, მიწისძვრის შედეგად, ქალაქში სატელეფონო კავშირი გაწყდა, ასევე ინტერნეტ წვდომა შეიზღუდა.
„ამის გამო პანიკა შეიქმნა, თუმცა მერიის თანამშორმლებმა მოსახლეობა მოიარეს და უთხრეს, რომ ნგრევა არ ყოფილა“,-აღნიშნა პრეს-მდივანმა.
5 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 10:17 საათზე დაფიქსირდა.
5-ბალიანი მიწისძვრის ბიძგები კაპანში, გორისში და კაჯარანში იგრძნობოდა.
მონიკა დავლიანიძე
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


