მსოფლიო
სომხეთში მიმდინარე აქციების სამი ოპოზიციონერი ლიდერი გაათავისუფლეს
სომხეთში მიმდინარე „სამოქალაქო დაუმორჩილებლობის“ აქციების ოპოზიციონერი ლიდერები: ნიკოლ პაშინიანი, სასუნ მიქაელიანი და არარატ მირზოიანი გაათავისუფლეს.
პაშინიანმა გათავისუფლების შემდეგ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ქვეყნის ვიცე-პრემიერთან კარენ კარაპეტიანთან მოლაპარაკების შედეგებზე ისაუბრებს დღევანდელ მიტინგზე. კითხვაზე, თუ რატომ გაათავისუფლეს, პაშინიანმა უპასუხა: „იმიტომ რომ ხელისუფლების შეცვლა მოხდა, ხელისუფლება ხალხზე გადავიდა“.
სამივე ოპოზიციონერი ლიდერი გუშინ დააკავეს. სომხეთის გენერალური პროკურატურის განმარტებით, მათ დაარღვიეს კანონი „შეკრების თავისუფლების“ შესახებ.
გათავისუფლების შემდეგ პაშინიანი დემონსტრანტებს შეუერთდა ტიგრან მეცის გამზირზე.
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


