მსოფლიო
სომხეთში დემონსტრანტებმა საქართველოსთან დამაკავშირებელი გზატკეცილი გადაკეტეს
სომხეთში, სოფელ დსეხის მოსახლეობამ საქართველოსთან დამაკავშირებელი ვანაძორი-ბაგრატაშენის გზატკეცილი გადაკეტა. ამ ფორმით ისინი შეუერთდნენ ერევანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მიმდინარე „სამოქალაქო დაუმორჩილებლობის“ აქციებს.
რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, პოლიცია დიდად არ ერევა სიტუაციაში, თუმცა შიგადაშიგ მოუწოდებს მოსახლეობას, გზა გახსნას.
გარდა ამისა ათასამდე მომიტინგემ ბაგრატაშენ-ნოემბერიანის გზის მონაკვეთი გადაკეტა.
დემონსტრანტებმა ასევე გადაკეტეს საერთაშორისო აეროპორტ „ზვარტნოცამდე“ მიმავალი ტრასა. ამის გამო ხალხი აეროპორტამდე ფეხით მიდის.
სომხეთში დღეს აქციები განახლდა. დემონსტრანტები ოპოზიციონერი ნიკოლ პაშინიანის ხელმძშღვანელობით სამთავრობო პარტიის წინააღმდეგ გამოდიან.
აქციები სომხეთში 13 აპრილს დაიწყო, რასაც მოჰყვა ორშაბათს სერჟ სარგსიანის გადადგომა პრემიერის თანამდებობიდან.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


