მსოფლიო
სომხეთის პრეზიდენტის თქმით, დადგა დრო, რათა ქართველებმა ისეთივე სიხშირით ეწვიონ სომხეთს, როგორც სომხები საქართველოს
სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა საქართველოში 25 მაისისთვის დაგეგმილი ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის ურთოერთობები სხვადასხვა სფეროში უნდა გაღრმავდეს.
„ვფიქრობ, სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები პოზიტიურია. ვიმედოვნებ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება ამ დღეებში. თანამშრომლობის დიდი პოტენციალი გვაქვს. ორივე ერი ერთად ბევრი წელი მუშაობდა. ვფიქრობ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ეკონომიკურში“, - თქვა სარქისიანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ დადგა დრო, რათა ქართველებმა ისეთივე სიხშირით ეწვიონ სომხეთს, როგორც სომხები საქართველოს.
გუშინ გახდა ცნობილი, რომ სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 25-26 მაისს ეწვევა. ის მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


