მსოფლიო
სომხეთის პრემიერის, ნიკოლ პაშინიანის განცხადებით, ის ყარაბაღის მოსახლეობის სახელით ვერ ილაპარაკებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა, რომ მზადაა, ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდეს, თუმცა აღნიშნა, რომ პრობლემის მოგვარება არაეფექტური იქნება, სანამ მოლაპარაკებებში არ ჩაერთვება მთიანი ყარაბაღის ე.წ. ხელმძღვანელობა. ამის შესახებ პაშინიანმა ისაუბრა სამთავრობო პროგრამის წარდგენის დროს.
პაშინიანის განმარტებით, წინა პრეზიდენტებისგან: რობერტ კოჩარიანისგან და სერჟ სარგსიანისგან განსხვავებით, რომლებიც წარსულში ან ხელმძღვანელობდნენ ყარაბაღს, ან მონაწილეობდნენ რეგიონის თავდაცვის ორგანიზებაში, მას არ აქვს უფლება, ყარაბაღის სახელით აწარმოოს მოლაპარაკებები.
„იმავეს უბრალოდ ვერ გავაკეთებ, რადგან საამისოდ არ არსებობს არც უფლებრივი, არც პოლიტიკური და არც მორალური საფუძველი. ყარაბაღის მოსახლეობა არ იღებს მონაწილეობას სომხეთის არჩევნებში, ამის მაგივრად მათ აქვთ თავიანთი მთავრობა და ის უნდა წარადგინოს მხოლოდ საკუთარი ლეგიტიმური ხელისუფლება“, -აღნიშნა პაშინიანმა.
მან დაამატა, რომ ყარაბაღმა უნდა დაიბრუნოს მოლაპარაკებებში სრულუფლებიანი მონაწილის სტატუსი, რაც მინიჭებული ჰქონდა ეუთოს 1994 წლის ბუდაპეშტის სამიტზე, რომელიც ჩამოართვეს 1998 წელს.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


