მსოფლიო
სომხეთის მმართველ გუნდში არ იციან, წარადგენენ თუ არა ისინი ქვეყნის პრემიერობის კანდიდატს
სომხეთის მმართველ რესპუბლიკურ პარტიაში ჯერ არ გადაუწყვეტიათ, წარადგენენ თუ არა ისინი ქვეყნის პრემიერობის კანდიდატს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს რესპუბლიკური პარტიის აღმასრულებელი ორგანოს წევრმა და იუსტიციის მინისტრის დროებითი მოვალეობის შემსრულებელმა, დავიდ არუთუნიანმა განუცხადა.
ცნობისთვის, 1-ელ მაისს სომხეთის პარლამენტმა საგანგებო სხდომაზე უნდა აირჩიონ ახალი პრემიერ-მინისტრი. საპარლამენტო ოპოზიციურმა ფრაქცია „ელქმა“ თავის კანდიდატად უკვე დაასახელა სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ლიდერი ნიკოლ პაშინიანი.
პოლიტიკურ ძალებს პრემიერობის კანდიდატების წარდგენა 30 აპრილამდე შეუძლიათ.
23 აპრილს ქვეყნის ექს-პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა პრემიერის თანამდებობა დატოვა საპროტესტო აქციების ფონზე.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


