მსოფლიო
სომხეთის ექს-პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს დააპატიმრებენ
სომხეთის სააპელაციო სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის დაპატიმრების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ექს-პრეზიდენტის ადვოკატის, აიკ ალუმიანის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ სომხეთის მეორე პრეზიდენტი დაკავებული იქნება. თვითონ რობერტ ქოჩარიანი სასამართლოს სხდომას არ ესწრებოდა.
ბრალდების მხარის ვაგან მურადიანის თქმით, სასამართლოს ვერდიქტი არ იყო სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლის შედეგი.
ცნობისთვის, სომხეთის მეორე პრეზიდენტი 28 ივლისს დააკავეს. სომხეთის სააპელაციო სასამართლომ 13 აგვისტოს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და რობერტ ქოჩარიანი ორთვიანი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. სასამართლომ ქოჩარიანის დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება 2008 წლის პირველ მარტს, აქციის დარბევის საქმესთან დაკავშირებით გამოიტანა. შემდეგ სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ საკასაციო სასამართლოში გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება, რის შემდეგაც საქმე ხელმეორედ დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს განსახილველად.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


