მსოფლიო
სომხეთის ენერგეტიკის მინისტრმა „გაზპრომისა“ და საქართველოს ახალ ხელშეკრულებაზე მედიის კითხვას უპასუხა
სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრისთვის აიკ არუთუნიანისთვის უცნობია, საქართველოსა და „გაზპრომის“ შორის დადებული ახალი ხელშეკრულების დეტალები.
ამის შესახებ არუთუნიანმა რადიო აზატუტიუნის მიერ დასმული შესაბამისი შინაარსის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, რომ ტრანზიტზე ფასის დაწევით, მოხერხდეს რომ მომავალ წელს მომხმარებელს გაზზე ხელმისაწვდომი ტარიფი დაუწესდეს, მინისტრი პასუხობს, რომ “ყოველწელს ვცდილობთ, რომ ტრანზიტის გაცილებით მომგებიანი პირობა მივიღოთ“.
ირანიდან გაზის იმპორტის გაზრდაზე საუბრისას, სომხეთის ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მათი დასრულების შემდეგ სამინისტრო განცხადებას გააკეთებს.
„ამჟამად ირანულ მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როდესაც შედეგი გვექნება, ამის შესახებ შეიტყობთ“,-განაცხადა აიკ არუთუნიანმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


