მსოფლიო
სომხეთის ახალი მთავრობისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები კვლავაც პრიორიტეტულია - ნიკოლ პაშინიანი
სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ პაშინიანის თქმით, ახალი მთავრობისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები კვლავაც პრიორიტეტულია.
პაშინიანმა აღნიშნა, რომ ვადამდელი არჩევნები არ გამორიცხავს გრძელვადიანი პროგრამების შემუშავებას.
„მთავრობას ჰქონდა და ექნება გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროგრამები. ბოლოს და ბოლოს არჩევნებში ეს მთავრობაც მიიღებს მონაწილეობას. რა ფორმატში, ეს სხვა საკითხია“, - უპასუხა პაშინიანმა ჟურნალიტებს მას შემდეგ, რაც სომხეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში მან და მისი მთავრობის წევრებმა ფიცი დადეს.
ნიკოლ პაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად სომხეთის ეროვნულმა კრებამ 8 მაისს აირჩია.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


