უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

10 ოქტომბერი, 2020 11:15
font-size

სომხეთი და აზერბაიჯანი ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მოსკოვში გაიმართა.
მედიის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა კონსულტაციებთან დაკავშირებული ერთობლივი დოკუმენტი მიიღეს.

რუსული მედია წერს, რომ შეთანხმების თანახმად, ცეცხლი კონფლიქტის ზონაში 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან უნდა შეწყდეს ჰუმანიტარული მიზნით, რათა მოხდეს სამხედრო ტყვეებისა და დაღუპულების ცხედრების გაცვლა.

სერგეი ლავროვან ერთად, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვისა და სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის,ზოჰრაბ მნაცაკიანის შეხვედრა მოსკოვში ათ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადება გავრცელდა. განცხადების ტექსტი რუსეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სამი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელების მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შეწყდება ცეცხლი ჰუმანიტარული მიზნით, რათა მოხდეს სამხედრო ტყვეებისა და დაღუპულების ცხედრების გაცვლა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის კრიტერიუმების გათვალისწინებით.

ამავე დოკუმენტის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის კონკრეტული პარამეტრები დამატებით შეთანხმდება.

ამასთან, აზერბაიჯანი და სომხეთი, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის შუამავლობით, დარეგულირების საბაზო პრინციპებზე დაყრდნობით შეუდგებიან „სუბსტანტიურ მოლაპარაკებებს, მშვიდობიანი დარეგულირების რაც შეიძლება სწრაფად მისაღწევად“.

ამავე განცხადებით, მხარეები ადასტურებენ მოლაპარაკებების პროცესის ფორმატის უცვლელობას.

საკვანძო სიტყვები:

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“

23 მარტი, 2026 , 10:42

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. როგორც მედია იუწყება, დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადე

სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი

12 მარტი, 2026 , 09:17

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა „ირანის ლეგიტიმური უფლებების“ აღიარებაა. „რუსეთისა და პაკისტანის ლიდერებთან საუბრისას მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ირანის ერ

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი

12 მარტი, 2026 , 09:09

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურის განადგურება ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით ერთ საათში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტ

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი

10 მარტი, 2026 , 09:12

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.   მისივე თქმით, გარდა ამი

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

9 მარტი, 2026 , 09:24

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, - ინფორმაციას BBC-ი&nb

ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს

9 მარტი, 2026 , 09:00

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 56 წლის მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი