უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

6 ნოემბერი, 2017 12:35
font-size

სოლიდარობას ვუცხადებთ აშშ-ის მთავრობასა და ამერიკელ ხალხს - გიორგი მარგველაშვილი ამერიკელ ხალხს უსამძიმრებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკელ ხალხს უსამძიმრებს ტეხასის ერთ-ერთ ბაპტისტურ ეკლესიაში საკვირაო წირვის დროს ატეხილი სროლის გამო, რომელსაც სულ მცირე 26 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 20-მდე დაშავდა.

„ჩვენი ფიქრებით ვართ ტეხასში მომხდარი მასობრივი სროლის ყველა მსხვერპლთან და დაზარალებულთან. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ აშშ-ის მთავრობასა და ამერიკელ ხალხს“, - დაწერა მარგველაშვილმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

მსხვერპლებს შორის ბავშვებიც არიან. დაღუპულთა ასაკი 5-დან 72 წლამდე მერყეობს.

სავარაუდო თავდასხმელი შემდგომ მკვდარი იპოვეს მის მანქანაში ეკლესიისგან რამდენიმე მილის მოშორებით. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის 26 წლის დევინ პატრიკ კელი აღმოჩნდა.

როგორც გაირკვა, 2014 წელს კელი გაათავისუფლეს აშშ-ის საჰაერო ძალებიდან, რასაც წინ უძღოდა სასამართლო პროცესი ცოლსა და ბავშვზე ძალადობის გამო.

თვითონ ბაპტისტურ ეკლესიაში მომხდარი მასობრივი მკვლელობის მოტივი უცნობია.

ანა მებურიშვილი

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“

23 მარტი, 2026 , 10:42

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. როგორც მედია იუწყება, დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადე

სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი

12 მარტი, 2026 , 09:17

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა „ირანის ლეგიტიმური უფლებების“ აღიარებაა. „რუსეთისა და პაკისტანის ლიდერებთან საუბრისას მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ირანის ერ

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი

12 მარტი, 2026 , 09:09

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურის განადგურება ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით ერთ საათში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტ

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი

10 მარტი, 2026 , 09:12

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.   მისივე თქმით, გარდა ამი

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

9 მარტი, 2026 , 09:24

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, - ინფორმაციას BBC-ი&nb

ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს

9 მარტი, 2026 , 09:00

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 56 წლის მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი