კომენტარი
სოფო კილაძე-ნაციონალურ მოძრაობას: ნარკოტიკების ჩადებაზე თქვენ უტიფრად არ უნდა საუბრობდეთ
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ნარკოტიკების ჩადების შესახებ საუბრები უტიფრობაა.
ამის შესახებ კილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
"მე ძალიან კარგად მახსოვს, უამრავი ადამიანი, რეპრესირებული თქვენ დროს, თქვენი პოლიციის მიერ. მოდიან და ჩივიან იმაზე, რომ ადამიანებმა წლები გაატარეს სწორედ ნარკოტიკების ჩადების გამო საპატიმროებში, იმ გაუსაძლის საპატიმროებში, რომლებიც თქვენ დროს იყო. თქვენგან განსხვავებით, დღეს თუ ვინმე რამეს დააშავებს, ჩვენი გუნდი მთლიანად ვართ პასუხისმგებლები იმაზე, რომ დაისაჯოს ყველა. არაერთი გინახავთ, არ აქვს მნიშვნელობა თანამდებობის პირს, თუ ვინმე რამეს დააშავებს, ყველა მიეცემა პასუხისგებაში. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო და ამას ვაკეთებთ ჩვენ თქვენგან განსხვავებით. ნამდვილად არ უნდა საუბრობდეთ უტიფრად ნარკოტიკების ჩადებაზე. ყველაფერი შეიძლება თქვას ადამიანმა. უპასუხისმგებლო განცხადებებს ვისმენთ, მაგრამ თუ ვინმე რამეს დააშავებს, ამას ადეკვატური პასუხი უნდა გავცეთ, მაგრამ თქვენ ნამდვილად არ უნდა საუბრობდეთ ნარკოტიკების ჩადებაზე“,- განაცხადა კილაძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


