კომენტარი
სოფო კილაძე ე.წ. მოსმენების გასაღების სუს-დან გატანას დაუშვებლად მიიჩნევს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოფო კილაძე არ იზიარებს მესამე სექტორის მოთხოვნას, ე.წ. მოსმენების გასაღების დამოუკიდებელი ორგანოსთვისთვის გადაცემის შესახებ.
დეპუტატი ფიქრობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ე.წ. მოსმენების გასაღების გამოტანა დაუშვებელია.
„ჩვენთვის უმთავრესი პრინციპი არის, რომ მოვახერხოთ და შევინარჩუნოთ ისეთი პროექტი, რომელიც, ერთის მხრივ, მაქსიმალურად დაიცავს ადამიანის უფლებებს, მეორეს მხრივ, მაქსიმალურად უზრუნველყოფს იმ ძალიან მნიშვნელოვან სიკეთეს, რომელსაც უსაფრთხოება ქვია, მით უმეტეს, ისეთ რთულ რეგიონში, რომელშიც საქართველო იმყოფება და 21-ე საუკუნეში, სადაც ტერორიზმი დიდი გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის. ვერ მოვისმინე პასუხი, რომელი ქვეყნის გამოცდილება არის ისეთი, სადაც აბსოლუტურად დამოუკიდებელი ორგანო არის, რომელიც უზრუნველყოფს ისეთი სისტემის ფუნქციონირებას, რომელიც ამ ორივე სიკეთეს დაიცავს,“- განაცხადა სოფო კილაძემ.
ცნობისათვის: ფარული მოსმენების თემაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი დღეს პირველ შეხვედრას გამართავს. პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ჩანიშნულ შეხვედრას ძალოვანი და საგამოძიებო უწყებების და მესამე სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


