კომენტარი
სოფლები თოვლის ქვეშ არის ჩამარხული! გვაქვს მსხვერპლი - სახელმწიფო სტიქიის ზონაში არაფერს აკეთებს! - მამუკა ხაზარაძე
სოფლები თოვლის ქვეშ არის ჩამარხული! გვაქვს მსხვერპლი - სახელმწიფო სტიქიის ზონაში არაფერს აკეთებს! - ასე ეხმაურება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე, დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობის გამო შექმნილ მძიმე ვითარებას.
მისი თქმით, ასეთ დროს ქვეყანაში საგანგებო ვითარება უნდა ცხადდებოდეს და ყველა ქვეყანაში არსებული რესურსი სტიქიის ზონებში უნდა მობილიზდეს.
„ასეთ დროს საგანგებო ვითარება უნდა ცხადდებოდეს. ყველა არსებული ტექნიკის და რესურსის მობილიზება უნდა ხდებოდეს. ყოველ ერთ საათში მოსახლეობას ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეს სპეციალური შტაბიდან!
დღეს რა ხდება?! - სახელმწიფო სტიქიის ზონაში არაფერს აკეთებს, სისტემა პარალიზებულია!
დღეს, ისევ ერთმანეთის იმედზეა ხალხი დარჩენილი! დახმარებას ისევ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობითა და თავდადებით თუ მივიღებთ!
ამიტომ უნდა შეიცვალოს ეს დანაშაულებრივი და არაფრის მაქნისი, რუსული ხელისუფლება!“ - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


