რეგიონები
სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების პროტესტი გრძელდება
მესამე დღეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში, რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები და ადგილობრივები აქციებს მართავენ. პროტესტის შედეგად, ჩინური კომპანიის საწარმო პარალიზებულია.
დასაქმებულები ზვარეში მომხდარი შემთხვევის დროულ გამოძიებას, ,,23-ე ბრიგადის“ მენეჯმენტის შეცვლას და ყველა იმ ადამიანის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ, რომლებმაც ქართველ მუშებს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებულების კიდევ ერთი მოთხოვნა, პროტესტის პერიოდში გაცდენილი დღეების ანაზღაურებაა. მუშები პროტესტის გაგრძელებას მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე აპირებენ.
რამდენიმე დღის წინ, სოფელ ზვარეში ჩინელებსა და ქართველ მუშებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 10-მდე მუშა დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა.
ისინი სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დააკავეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მარი ნამგალაძე
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


