რეგიონები
სოფელ ზვარეში აქციები გრძელდება
ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში ადგილობრივებისა და რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებულების აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები ჩინური კომპანია ,,23-ე ბიუროს“ მენეჯმენტის შეცვლას ითხოვენ და აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩინურ კომპანიას სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ.
რამდენიმე მუშამ, გუშინდელი ღამე ,,23-ე ბიუროს” ადმინისტრაციის შენობასთან გაათენა, დილიდან, ადგილობრივებისა და მუშების აქცია განახლდა, დღის მანძილზე კი, რკინიგზის პროფკავშირების მონაწილეობით, ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება.
საწარმო ორი დღეა პარალიზებულია. მუშების პროტესტი ზვარეში გუშინ და გუშინწინ მომხდარ დაპირისპირებას მოჰყვა, რომლის შედეგადაც, ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა რამოდენიმე მუშას მრავლობითი დაზიანება მიაყენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ზვარეში მომხდარი ცემის ფაქტზე ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა. დაკავება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მოხდა, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მარი ნამგალაძე
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


