მსოფლიო
სნოუდენი რუსეთში 2020 წლამდე დარჩება
რუსეთის მთავრობა 2020 წლამდე გაუხანგრძლივა ქვეყანაში ცხოვრების უფლება აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილ თანამშრომელ ედვარდ სნოუდენს. ინფორმაციას BBC-ის რუსული რედაქცია ავრცელებს, რუსეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით.
აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა სნოუდენის ადვოკატმა ანატოლი კუჩერენამ. მან ასევე განუცხადა რია ნოვოსტის, რომ ამერიკელს ყველა იურიდიული საფუძველი აქვს რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ საკუთარ ფეისბუქის გვერდზე კომენტარი გაუკეთა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის ყოფილი მოადგილის მაიკლ მორელას განცხადებას. მორელას თქმით, სნოუდენის ექსტრადიცია “მშვენიერი საჩუქარი იქნებოდა ინაუგურაციისთვის“. ზახაროვამ დაადანაშაულა მორელა “მოღალატეობრივი იდეოლოგიის“ მხარდაჭერაში.
შეგახსენებთ, რომ 2013 წელს სნოუდენმა ბრიტანულ გაზეთ გარდიანსა და სხვა მედიასაშუალებებს გადასცა აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს გასაიდუმლოებული დოკუმენტები. დოკუმნეტებში ეწერა ამერიკული სპეცსამსახურების მიერ წარმოებულ ფარულ თვალთვალზე. ამან საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია.
აშშ-ში სნოუდენს ბრალს უყენებენ სახელმწიფო ქონების მოპარვაში, ასევე ნაციონალური თავდაცვის შესახებ ინფორმაციის უკანონო გამოყენებასა და გასაიდუმლოებული ინფორმაციის განგებ გასაჯაროებაში.
იმავე 2013 წელს სნოუდენმა დროებითი თავშესაფარი მიიღო რუსეთში, შემდგომ კი 3-წლიანი ცხოვრების უფლება.
2016 წელს Financial Times-თან ინტერვიუში სნოუდენმა განაცხადა, რომ მაინც “ემსახურება“ ამერიკას და ასევე აპირებს “ადრე თუ გვიან დატოვოს“ რუსეთი. მან ასევე გააკრიტიკა რუსეთის მთავრობა ადამიანთა უფლებების დარღვევის გამო.
რუსული საგარეო უწყების განცხადებას წინ უსწრებდა ამერიკის პრეზიდენტის, ბარაქ ობამას მიერ „ვიკილიქსის“ ინფორმატორის, ჩელსი მენინგისთვის სასჯელის შემსუბუქება. თავდაპირველად მას 35 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. ობამას გადაწყვეტილების თანახმად კი, მას მიმდინარე წლის 17 მაისს გაათავისუფლებენ.
სნოუდენი საკუთარ ტვიტერზე მადლობა გადაუხადა მენინგს იმისათვის, რაც მან გააკეთა, ცალკე - ობამას, მენინგის გათავისუფლებისთვის.
რაც შეეხება ბარაქ ობამას დამოკიდებულებას სნოუდენის მიმართ, მან ადრე განაცხადა, რომ არ აქვს შესაძლებლობა მის შესაწყალებლად.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


