მსოფლიო
სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილი მეორე პირის ნამდვილი ვინაობა გაირკვა - The Insider-ისა და Bellingcat-ის გამოძიების შედეგები
ГРУ-ის ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილი იულიას მოწამვლაში ეჭვმიტანილი მეორე პირის ნამდვილი ვინაობა დადგინდა. რუსული ინტერნეტგამოცემა The Insider-ისა და საგამოძიებო ჯგუფის Bellingcat-ის ერთობლივი გამოძიებიდან გაირკვა, რომ „ალექსანდრ პეტროვი“ აღმოჩნდა ГРУ-ის ოფიცერი ალექსანდრ მიშკინი.
Bellingcat-ის ინფორმაციით, მიშკინმა ГРУ-ში მუშაობა სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში სწავლის დროს დაიწყო, ხოლო 2010 წელს ის მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. გამოძიების თანახმად, მისი საცხოვრებელი მისამართი ემთხვევა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის მთავარი სამმართველოს შტაბბინის მისამართს.
რამდენიმე კვირის წინ The Insider-მა და Bellingcat-მა გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომ სკრიპალის მოწამვლაში კიდევ ერთი ეჭვმიტანილი „რუსლან ბოშიროვი“ სინამდვილეში არის ГРУ-ის პოლკოვნიკი ანატოლი ჩეპიგა.
5 სექტემბერს ლონდონმა დაასახელა სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილი ორი პირის ვინაობა. 12 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ იპოვა ალექსანდ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი. პუტინმა ისინი „სამოქალაქო“ პირები უწოდა.
პუტინის განცხადებიდან მომდევნო დღეს „პეტროვმა“ და „ბოშიროვმა“ ინტერვიუ მისცეს RT-ს, რომელშიც განაცხადეს, რომ სოლსბერიში, სადაც სკრიპალების მოწამვლა მოხდა, გაემგზავრნენ, როგორც ტურისტები. მათ გამორიცხეს თავიანთი მონაწილეობა ამ საქმეში.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


