უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

10 სექტემბერი, 2025 12:30
font-size

სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისა და საელჩოებისთვის შეიძლება, ცოტა შეურაცხმყოფელი იყოს, პიტერ ფიშერს რომ ელჩი უწოდო, ის ყველანაირ დიპლომატიურ ურთიერთობებს, წითელ ხაზებს გასცდა - კახა კალაძე

სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისა და საელჩოებისთვის შეიძლება, ცოტა შეურაცხმყოფელი იყოს, პიტერ ფიშერს რომ ელჩი უწოდო, ეს ადამიანი ყველანაირ დიპლომატიურ ურთიერთობებს, წითელ ხაზებს გასცდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძეს კითხვა დაუსვეს გერმანიის ელჩის განცხადებაზე, სადაც პეტერ ფიშერი აღნიშნავს: „კარგი საუბარი მქონდა ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრ გიუნტერ კრიხბაუმთან. დიდი შეშფოთება გამოხატა საქართველოს მიმართულებასთან დაკავშირებით. გერმანიის მთავრობა სრულ მხარდაჭერას გამოხატავს ჩემ მიმართ, როგორც ელჩისადმი“.

კალაძის შეფასებით, პეტერ ფიშერი საქართველოში საზოგადოების დაპირისპირების წახალისებაში, ექსტრემიზმის გაღვივებაშია ჩართული.

„გერმანიის ელჩს რაც შეეხება, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისა და საელჩოებისთვის შეიძლება, ცოტა შეურაცხმყოფელი იყოს, ამ ადამიანს რომ ელჩი უწოდო. ეს არ არის ელჩი. ეს ადამიანი ყველანაირ დიპლომატიურ ურთიერთობებს, ყოველგვარ წითელ ხაზებს გასცდა. ის ჩვეულებრივ შიდა პოლიტიკურ თემებშია ჩარეული, ჩართულია საზოგადოების დაპირისპირების წახალისებაში, ექსტრემიზმის გაღვივებაში, რათა მოხდეს საზოგადოების გახლეჩა. ძალიან მძიმეა, როდესაც სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ერევა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში. ასევე გავიხსენოთ საპარლამენტო არჩევნები, რა განცხადებებს აკეთებდნენ, რა მოწოდებები კეთდებოდა. ჩვეულებრივ საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართული. ხალხმა ამ ადამიანებს, ქართველთმოძულე ვითომ დიპლომატებს შესაბამისი პასუხი გასცა – ისინი საპარლამენტო არჩევნებში დაამარცხა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საკვანძო სიტყვები:

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი