კომენტარი
„სითი პარკთის“ მიმართ სამართლებრივ ნაწილში არ მგონია სასურველ შედეგს მივაღწიოთ - დავით ნარმანია
თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას შეფასებით, „სითი პარკთან“ სამართლებრივ ნაწილში კაბალური ხელშეკრულებაა დადებული.
აქედან გამომდინარე, ნარმანია არ ფიქრობს, რომ სასურველი შედეგის მიღწევა იყოს შესაძლებელი.
ამის შესახებ ნარმანიამ თბილისის ახლად არჩეული მერის მიერ გაკეთბეული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
„ჩვენმა წინამორბედებმა ამ ხელშეკრულებას საიდუმლო გრიფი დაადეს. ჩვენ გრიფი მოვხსენით და მერიის საიტზე განთავსდა. ეს არის კაბალური ხელშეკრულება. სამართლებრივ ნაწილში ხელშეკრულება იმდენად კაბალურია, რომ არ მგონია, სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ყოველ შემთხვევაში კარგია, რომ მეტი რამის ცდა მოხდება,“ - აღნიშნა ნარმანიამ.
გუშინ, თბილისის ახლად არჩეულმა მერმა არ გამორიცხა, რომ „სითი პარკის“ წინააღმდეგ იურისტებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანონ.
ამის მიზეზად კახა კალაძემ კომპანიის მიერ გამოწერილი ჯარიმების 99% დაასახელა, რომლებიც შემდგომში მოქალაქეების მიერ გასაჩივრდა და გადაწყვეტილება მოქალაქეების სასარგებლოდ იქნა გამოტანილი.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


