მსოფლიო
სირიაზე შეტევა დასრულდა - ჯეიმს მეტისი
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა სირიაზე პირველი იერიშის დასრულების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ეს მოქმედება ერთჯერადი იყო და მისი სამიზნე იყო სირიის მთავრობის ობიექტები, სადაც ქიმიურ იარაღს ამზადებენ.
მეტისის თქმით, დამატებითი იერიში არ იგეგმება.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ასადმა წინა წელს მესიჯი არ მიიღო.
„ერთობლივი მკაფიო შეტყობინება გავუგზავნეთ ასადსა და მის მკვლელ ლეიტენანტებს, რომ უნდა დაასრულონ ქიმიური შეტევები, რის გამოც პასუხს აგებენ“, - დაამატა მეტისმა.
შტაბების ხელმძღვანელთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯოზეფ დანფორდმა ის სამი სამიზნე დაასახელა, რომლებზეც იერიში მიიტანეს კოალიციურმა ძალებმა. ესენია სირიის სამეცნიერო სწავლებისა და კვლევის ცენტრი, ქიმიური იარაღის საცავი, ასევე სამხედრო პუნქტი.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაზე იერიშის მიტანის ბრძანება გასცა. კოალიციურმა ძალებმა, რომლებშიც შედიან აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, სირიაში სამიზნეებზე ავიადარტყმები განახორციელეს.
ცნობისთვის, 7 აპრილს სირიის ქალაქ დუმაზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 70 ადამიანი დაიღუპა, აქედან 43-ს დაუდგინდა სიმპტომები, რომლებიც ქიმიურ თავდასხმაზე მიუთითებდა.
დასავლეთი მომხდარში სირიის მთავრობას ადანაშაულებს, თუმცა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი რამე მონაწილეობას უარყოფს. ასადის პარტნიორი რუსეთი კი დასავლელი ლიდერების განაცხადებებს ქიმიური თავდასხმის შესახებ „პროვოკაციას“ უწოდებს.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


