კომენტარი
სირიაზე განცხადების გატანა ნაციონალურ მოძრაობას სწორედ რუსეთის სპეცსამსახურებმა დაავალეს-ირმა ინაშვილი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, ქალაქ ალეპოში მიმდინარე მოვლენებზე ნაციონალური მოძრაობის მიერ ინიცირებული განცხადების მიღების საკითხს გამოეხმაურა.
როგორც ინაშვილმა აღნიშნა, ჩვენი ქვეყანა არც ამერიკის შეერთებული შტატებია, არც ევროპის ის განვითარებული ქვეყანა, რომელმაც თავს უფლება უნდა მისცეს და ასეთი პროვოკაციული რეზოლუცია გაიტანოს პარლამენტის სხდომაზე.
ინაშვილის თქმით, მან ნაციონალური მოძრაობის განცხადების ტექსტს გაეცნო, სადაც რუსეთის ფედერაცია რამდენჯერმეა ნახსენები.
„მე ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის რეზოლუცია, ასეთი შინაარსის ტექსტი სწორედ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, რომელსაც ეხსნება ხოლმე შემდგომ ხელ-ფეხი განახორციელოს სამხედრო და პოლიტიკური ინტერვენცია სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ. მე ვარ დარწმუნებული იმაში, რომ არის ჩვენი ტიპის პატარა ქვეყნების ცხოვრებაში პერიოდები, როდესაც ჩვენ უნდა ვიყოთ ჩუმად, როდესაც ჩვენ უნდა გამოვდიოდეთ მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან, არ უნდა ვიჭრებოდეთ იმ სფეროებში, რაშიც ეს რეზოლუცია იჭრება“,-აღნიშნა ირმა ინაშვილმა.
ვიცე-სპიკერის თქმით, ის ღრმად არის დარწმუნებული იმაში, რომ განცხადების მიღების დირექტივა ნაციონალურმა მოძრაობამ სწორედ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებიდან მიიღო და მათი ძალიან დიდი ზეწოლის შედეგად სურთ გაიტანონ ეს რეზოლუცია.
„ნაციონალური მოძრაობის ბევრ წევრს აქვს კავშირი რუსეთის სპეცსამსახურებთან. ეს რეზოლუცია რომ გავა საქართველოს პარლამენტში, მერე იმ დარტყმებს რაც წამოვა რუსეთის ფედერაციიდან, ვინ მოიგერიებს, რომელი თავდაცვის სამინისტრო, რომელი პოლიტიკური ელიტა ჩვენი ქვეყნის - ეს ყველაფერი მერე ხოლმე ჩვენი ტერიტორიების დაკარგვის ხარჯზე სრულდება“,-განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ამასთან, ინაშვილმა რეზოლუციის ტექსტში ნახსენები სირიელი დევნილების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული, თუ რა რაოდენობის ლტოლვილის მიღებაზეა საუბარი.
„არავინ საუბრობს ამაზე, რისი აწევის თავი აქვს ჩვენს ქვეყანას, არის თუ არა ეს კვოტა სადმე განსაზღვრული? ჩვენ ქვეყანას თვითონ ჰყავს დევნილები, რომელსაც ვერ უვლით. ვართ თუ არა მზად იმისათვის,რომ მივიღოთ სირიიდან ლტოლვილები?!“,-განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


