მსოფლიო
სირიაში რუსეთის მიერ დაქირავებული 300-მდე მებრძოლი დაიღუპა და დაიჭრა, კრემლი მხოლოდ 5 დაღუპულზე საუბრობს - როიტერსი
7 თებერვალს, სირიაში აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი დასავლური კოალიციის იერიშის შედეგად დაიღუპა და დაიჭრა კრემლთან დაკავშირებული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 300-მდე დაქირავებული მებრძოლი. ინფორმაციას როიტერსი სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ერთ-ერთი წყარო რუსი სამხედრო ექიმია, რომლის ინფორმაციით, დარტყმის შედეგად „ვაგნერის“ მიერ დაქირავებული 100 სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა, მეორე წყარომ კი 80 დაღუპულზე ისაუბრა.
დაქირავებული მებრძოლეები სირიის პრეზიდენტ, ბაშარ ალ-ასადის მხარეს იბრძოდნენ.
5 წყაროზე დაყრდნობით როიტერსი იუწყება, რომ დაჭრილი მეომრები 4 სხვადასხვა რუსულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მოსკოვის სამხედრო ჰოსპიტალში მომუშავე სამხედრო ექიმის ინფორმაციით, ის უშუალოდ იყო ჩართული სირიიდან ევაკუირებული მეომრების მკურნალობაში. მისი თქმით, შაბათ საღამოს ჰოსპიტალში 50 პაციენტზე მეტი იმყოფებოდა, აქედან 30% სერიოზულად იყო დაჭრილი.
რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა, მარია ზახაროვამ დაადასტურა რუსეთის 5 მოქალაქის დაღუპვის ფაქტი, თუმცა უარყო მათი კავშირი რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან. მან აღნიშნა, რომ ინფორმაცია ათობით ან ასობით დაშავებული თუ დაღუპული მეომრების შესახებ რუსეთის ოპონენტების მიერ შემოგდებული დეზინფორმაციაა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


