მსოფლიო
სირიაში მყოფ „ისლამურ სახელმწიფოს“ თებერვალში მოვუგებთ - ემანუელ მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მომავალი წლის თებერვალში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ სრულიად იქნება დამარცხებული სირიაში.
„ჩვენ ახლახან კოალიციასთან ერთად მოვიგეთ ომი ერაყში... ვფიქრობ, რომ შუა თებერვალში ან თებერვლის ბოლოს ჩვენ სირიაში ომს მოვიგებთ“, - თქვა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა სირიის პირველ პირზე, ბაშარ ასადზე საუბრისას ის „სირიელი ხალხის მტერი“ უწოდა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ასადსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები უნდა განახლდეს.
მაკრონმა განაცხადა, რომ ასადი ვალდებული იქნება, წარდგეს საერთაშორისო სასამართლოს წინაშე სირიელი ხალხის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამო.
სირიის მთავრობასა და ოპოზიციას შორის ჟენევის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რადგან ასადის წარმომადგენლებმა უარი თქვეს ყველა იმ ვარიანტის განხილვაზე, რომელიც მის გადადგომას ითვალისწინებს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


