კომენტარი
სირია არის ერთ-ერთი ნაწილი იმ გლობალური დაპირისპირებისა, რომელიც რუსეთსა და დასავლეთ ცივილიზებულ სამყაროს შორის არსებობს - დავით რაქვიაშვილი
საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის, დავით რაქვიაშვილის განცხადებით, სირია არის ერთ-ერთი ნაწილი იმ გლობალური დაპირისპირებისა, რომელიც რუსეთსა და დასავლეთ ცივილიზებულ სამყაროს შორის არსებობს.
“უპირველეს ყოვლისა უნდა გვესმოდეს, რომ სირიაში მიმდინარე კრიზისი, ეს არის ერთ-ერთი ნაწილი, ერთ-ერთი ეპიზოდი, იმ გლობალური დაპირისპირებისა, რომელიც მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის მიერ ჰიბრიდული მეთოდებით წარმოებულ ომსა და დასავლეთ ცივილიზებულ სამყაროს შორის”, – განაცხდა რაქვიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტისგან მიიღო დავალება, რომ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართოს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესებს, პრეზიდენტის მიერ დავალებული მაქვს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გავმართო კონსულტაციები და შესაბამის გადაწყვეტილებას პრეზიდენტი კონსულტაციების შედეგად მიიღებს”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სირიაზე სარაკეტო იერიში აშშ-მა, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა დღეს გამთენიისას განახორციელეს.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


