კომენტარი
სინანულს გამოვთქვამთ პრეზიდენტის ამ პოზიციის გამო - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა უკვე დაუდასტურა ვენეციის კომისიას, რომ ბონუსსა და ბლოკებთან დაკავშირებით, კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებები იქნება შეტანილი, გარდა ამისა, ხელახლა იქნება განხილული რელიგიისა და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული დებულებები.
„რაც შეეხება ბონუსსა და ბლოკებს, როგორც იცით, ჩვენ უკვე დავუდასტურეთ ვენეციის კომისიას, რომ შესაბამისი ცვლილებები იქნება შეტანილი კონსტიტუციაში, ახალი ცვლილებების თანახმად, ბონუსის სისტემა გაუქმდება, ისევე, როგორც ბლოკები შენარჩუნდება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის. ასევე, განხორციელდება ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით. ჩვენ, ასევე, გადავხედავთ დებულებებს რელიგიისა და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით.
ახლა პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, დაადოს ვეტო დოკუმენტს პარლამენტის ხელმძღვანელობასა და ვენეციის კომისიის შეთანხმების მიხედვით. ამ შემთხვევაში, ჩვენ შესაძლებლობა გვექნებოდა, განგვეხორციელებინა ბონუსთან, ბლოკებთან და საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებები, მაგრამ ვიცით, რომ პრეზიდენტი არ აპირებს საქართველოს პარლამენტისა და ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობის შეთანხმების მიხედვით ვეტოს უფლების გამოყენებას. სინანულს გამოვთქვამთ პრეზიდენტის ამ პოზიციის გამო, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ კონსტიტუციაში ახალი ცვლილებები ინიცირებული იქნება დაუყოვნებლივ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ და უზრუნველვყოფთ, რომ ამ ცვლილებებს ხელი მოაწეროს საპარლამენტო უმრავლესობის 116-ივე წევრმა, რათა უზრუნველვყოთ, რომ ყველა მათგანი იღებს პასუხისმგებლობას ცვლილებების შესახებ, რომლებიც ბონუსს, ბლოკს და საკონსტიტუციო სასამართლოს ეხება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


