კომენტარი
სიმართლის მოსმენა, როგორც ჩანს გაუჭირდა ქალბატონ ბოკუჩავას - ეკა ბესელია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, თინა ბოკუჩავას სიმართლე არ მოეწონა და ამან გამოიწვია მისი გაღიზიანება.
როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, თინა ბოკუჩავს სახელი აღმოჩნდა იმ სიაში, რომლითაც ადამიანები ძვირფას ნივთებს იღებდნენ ბიუჯეტის ხარჯზე.
„სიმართლის მოსმენა, როგორც ჩანს გაუჭირდა ქალბატონ ბოკუჩავას, მაგრამ მას მოუწევს ხშირად მოისმინოს ეს სიმართლე, იმის საპასუხოდ, რა სიცრუესაც ავრცელებს ხოლმე. ჩემი პასუხი ეფუძნება კონკრეტულ მტკიცებულებებს, როდესაც ის საუბრობს კორუფციაზე და აყენებს ბრალდებებს, რომელიც მართლა შეიცავს ცილისმწამებლურ შინაარსს და ვთხოვთ მას, დადოს კონკრეტული ფაქტები. ექვსი წელი ლაპარაკობენ ასეთი კონტექსტით და ფაქტები არ აქვთ. პასუხად მან მიიღო ის კონკრეტული მასალა, რომელიც აღმოჩნდა პარლამენტში შემოსულ მასალებში. როდესაც ხელისუფლება შეიცვალა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტის ხარჯვითი დოკუმენტაცია იყო გამოთხოვილი, იქ აღმოჩნდა ბევრი ნაცნობი სახელი და გვარი, მათ შორის იყო ბოკუჩავა, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეგზავნებოდა საჩუქრები ძვირფასი ნივთების სახით. იმ საქმეზე სააკაშვილს ბრალი დაედო, განაჩენიც გამოტანილია. ამ საჩუქრების საერთო რაოდენობამ და სხვა თანხებმა, რომელსაც იყენებდა პირადი ინტერესებისთვის სააკაშვილი, 8 მილიონს გასცდა.
როდესაც ქალბატონი ბოკუჩავა საუბრობს ცილისწამებაზე, ფაქტი არ აქვს. მე კონკრეტული ფაქტი მოვუყვანე და ვკითხე, რატომ იღებდა ასეთ საჩუქრებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ადამიანი, რომელიც მაშინ არ იყო მის პარტიაში და სხვა პოზიციაზე იყო. ეს მწარედ მოეჩვენა ქალბატონ ბოკუჩვას. თუ უნდა იჩივლოს, მიბრძანდეს. დამოუკიდებელი სასამართლოა და იმ სასამართლოში, იმ საქმეში იპოვის დოკუმენტებს, სადაც ეს ფაქტი ფიგურირებს“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისათვის, პარლამენტში უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია და უმცირესობის წევრი თინა ბოკუჩავა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
,,შენი შვილივით იარაღით და დანებით კი არ დავრბოდი, არამედ 2004 წელს ამერიკაში ვსწავლობდი. ასე რომ, შენ კარგად იცი ჩემი წარსული და ამიტომ, ენას კბილი დააჭირე, მაიმუნო ქალო“, - მიმართა ბოკუჩავამ ბესელიას.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


