მსოფლიო
შვედეთში სპეცოპრაციის დროს დაკავებულთა შორის ქართველებიც არიან
შვედეთში პოლიციამ მასშტაბური სპეცოპერაციის დროს 53 ადამიანი დააკავა, მათ შორის არიან ქართველებიც.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია შვედეთის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სპეცოპერაცია იანვარში დაიწყო და სამ კვირას გაგრძელდა.
სამართალდამცველების ცნობით, ამოღებულია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის ხელყუმბარები, ასევე ნარკოტიკული ნივთიერებები და მოპარული ნივთები.
გამოძიების ინფორმაციით, დაპატიმრებულთა ასაკი 18-დან 40 წლამდე მერყეობს. მათი უმრავლესობა ბალკანეთის რესპუბლიკებიდან, საქართველოდან და რუმინეთიდან არის.
როგორც პოლიციაში აცხადებენ, დაკავებულები ქალაქ უფსალასა და სტოკჰოლმს შორის გადაადგილდებოდნენ. მათ სხვადასხვა დანაშაულში სდებენ ბრალს. მათ შორის არის მკვლელობა, თაღლითობა, ნარკოტიკებით ვაჭრობა და ფულის გამოძალვა.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


