მსოფლიო
შვედეთის პროკურატურა მ ჯულიან ასანჟის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა
შვედეთის პროკურატურამ ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ წარმოებული გამოძიება შეწყვიტა.
BBC-ს ინფორმაციით, Wikileaks-ის დამფუძნებელს გაუპატიურების ბრალდება ჰქონდა წაყენებული, რომელსაც თავად ასანჟი პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა.
„პროკურორმა მარიან ნიუმ, დღეს, მიიღო გადაწყვეტილება ჯულიან ასანჟის საქმის წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ, რომელიც გაუპატიურებაში არის ეჭვმიტანილი“,-ნათქვამია შესაბამის ცნობაში.
ასანჟის ადვოკატის პერ სამუელსონის განცხადებით, პროკურატურის განცხადება „სრულ გამარჯვებას“ ნიშნავს, თუმცა, შვედეთის პროკურატურაში აღნიშნეს, რომ ასანჟის ბრალეულობა-უდანაშაულობაზე განცხადება არ გაუკეთებიათ.
ასანჟს კვლავინდებურად არ შეუძლია ეკვადორის საელჩოს ტერიტიროიის დატოვება.
2012 წლის ივნისიდან, ჯულიან ასანჟი, ლონდონში, ეკვადორის საელჩოში დაპატიმრების შიშით ცხოვრობს.
ასანჟის წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით გამოძიება 2010 წელს, მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-მა WikiLeaks-ის მასალებში საიდუმლო მონაცემების გასაჯაროებაზე საკუთარი გამოძიება დაიწყო.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


