კომენტარი
შსს ვალდებულია გამოაქვეყნოს დანაშაულის სტატისტიკა - ოთარ კახიძე
,,ნაციონალური მოძრაობის’’ წევრი ოთარ კახიძე შს მინისტრის იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახადამაც, შსს დანაშაულის სტატისტიკას აღარ აქვეყნებს.
როგორც ოთარ კახიძე განმარტავს, შსს ვალდებულია ყოველთვიურად გამოაქვეყნოს სტატისტიკა.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებათაშორისი მემორანდუმით ნაკისრი აქვს ვალდებულება, რომ ყოველთვიურად გამოაქვეყნოს სტატისტიკა და მიაწოდოს ეს ოფიციალური მონაცემები სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს. ამ ვალდებულებას მაგალითად პროკურატურა პირნათლად ასრულებს დღემდე. რატომღაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ეს არ გააკეთოს. ამავე დროს საქართველოს აქვს ნაკისრი საერთაშირისო ვალდებულება ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში, ეს ვალდებულება არის დაფიქსირებული და ესეც უნდა იცოდეს შს მინისტრმა’’, - განუცხადა ჟურნალისტებს ოთარ კახიძემ.
შეგახსენებთ, რომ შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, ძალოვანი უწყება დანაშაულის სტატისტიკას აღარ აქვეყნებს.
როგორც მღებრიშვილი აცხადებს, სტატისტიკის გამოქვეყნებას სამინისტროს კანონი არ ავალდებულებს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


