კომენტარი
შსს-სა და სუს-ს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს - შალვა ხუციშვილი
ჩვენსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის ურთიერთობა არის ძალიან ეფექტური, ძალიან კოორდინირებული და ჰარმონიული , - ასე პასუხობს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც არსებობს ეჭვი, რომ ბათუმში მომხდარი დაპირისპირება სუს-სა და შსს-ს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდებოდა.
შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ძალოვან უწყებებს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს.
„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის ურთიერთობა არის ძალიან ეფექტიანი, ძალიან კოორდინირებული და ჰარმონიული. ეს შეეხება როგორც ადამიანურ ურთიერთობებს ხელმძღვანელების დონეზე, ასევე როგორც უწყებათა შორის. სისტემა მოქმედებს შეთანხმებულად. მე არ ვიცი ვის რა საფუძველი აქვს ამის განცხადების, მაგრამ შემიძლია სრული პასუხისმგებლობით დაგიდასტუროთ, რომ არანაირი მსგავსი ჩვენსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის არ არსებობს,"-განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


