კომენტარი
შსს-ს მაღალჩინოსანმა სოსო სიგუამ ჩვენი კომპანია თაღლითურად მიითვისა - „სალვუს დეველოპმენტის“ ხელმძღვანელი
საშენებლო კომპანია „სალვუს დეველოპმენტის“ ხელმძღვანელის გიორგი სოზაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა - სოსო სიგუამ, თაღლითური გზით, მისი შვილობილი კომპანია შპს „სალვუს საბურთალო“ მიითვისა.
სოზაშვილის თქმით, კომპანიას ნუცუბიძის ფერდობზე მშენებარე კორპუსი გააჩნია.
სოზაშვილის მტკიცებით, აღნიშნულ სქემაში კომპანიის იურისტი მონაწილეობდა, რომელსაც მინდობილობა გააჩნდა.
„ჩემს ირგვლივ მიმდინარე პროცესს ვუკავშირებ ბევრ რამეს. პირველ რიგში, როგორც ავღნიშნე იმ რეკლამას, რომელიც გავიტანეთ „რუსთავი2“-ზე, რის შემდეგ შემოვიდა საგადასახადო და დღემდე ჩვენთან არინ და გვამოწმებენ, ამ დრომდე ვერ შეგვამოწმეს.
მეორე საკითხი არის ის, რომ 14 მარტს ერთ-ერთი ჩვენი კომპანია თაღლითურად მიითვისეს, თაღლითურმა ჯგუფმა, რის შესახებაც ჩვენ განვაცხადეთ შესაბამის უწყებებში და დღემდე არანაირი რეაგირება არ არის.
ამ ყველაფრის უკან დგანან, ამ ჯგუფის უკან დგას, მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ბატონი სოსო სიგუა.
ჩემმა იურისტმა მინდობილობის საფუძველზე, რომელიც ჩვენ გვქონდა მიცემული, რომ ხელი მოეწერა გარკვეული დოკუმენტებისთვის, გამოიყენა ბოროტად და გადაიფორმა თავის სახელზე ერთ-ერთი კომპანია, რომელიც მეორე დღეს 100 ლარად მესამე პირზე გაასხვისა“,- აღნიშნა სოზაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


