კომენტარი
შსს-ს ღრმა პროფესიული კრიზის აქვს - გიორგი მშვენიერაძე
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წევრის, გიორგი მშვენიერაძის აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა პროფესიულ კრიზისშია.
მშვენიერაძის თქმით, ეს კარგად გამოჩნდა იმ ვიდეო მასალების გავრცელებით, რომელიც მშვენიერაძის თქმით, ნუცუბიძის პლატოზე გარდაცვლილი მამაკაცის დისკრედიტაციას ემსახურება.
„ნუცუბიძის ფერდობზე ახალგაზრდა კაცის გარდაცვალებასთან დაკავშრებით სანამ რამეს ვიტყოდე, სწორი იქნება ექსპერტიზას დაველოდო და მისი გარდაცვალების მიზეზი გავიგო. მაგრამ იმ ღრმა პროფესიულ კრიზისს რა ვუშველოთ, შსს-ს რომ აქვს და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ პრიმიტიული ინსტიქტების კარნახით პროპაგანდისტული ვიდეოების (რომელი ვიდეოებიც გარდაცვლილი ადამიანის დისკრედიტაციას ემსახურება) გავრცელებაში ყველაზე კარგად გამოსჭვივის?“,-დაწერა მშვენიერაძემ.
გუშინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვიან ღამით გაავრცელა ვიდეო მასალა, სადაც მომხდარი ინციდენტის თვითმხილველები ყვებიან, რომ გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილი არაფხიზელ მდოგმარეობაში იმყოფებოდა და ირგვლივ მყოფებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
ვიდეოში ერთ-ერთი მამაკაცი ამბობს, რომ გარდაცვლილი დაკავების დროს „იყო მთვრალი, ფსიქოტროპულებსაც იყენებდა. ერთხელ თვითონ დაურეკა სასწრაფოს ფსიქიატრიულში წამიყვანეთო. მას ეს პრობლემები ქონდა. ჯანმრთელობით არ გამოირჩეოდა, სულ ლოთობდა“.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


