კომენტარი
შსს-ს ე.წ. კამიტი არასდროს შეუძენია, ვერ შედგა ცილისწამება და ალბათ ახლა ცდილობენ სხვადასხვა ტერმინის გამოყენებას - გეკა გელაძე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე აცხადებს, რომ შსს-ს ე.წ. კამიტი არასდროს შეუძენია.
„მთავარი იარაღი არის სიმართლე. არაერთხელ, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადე, რომ არათუ გამოყენებული, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. კამიტი, ასეთი ნივთიერება არასდროს არ შეუძენია. გაქრა ეს ცილისწამება, ვერ შედგა და ალბათ, ახლა ცდილობენ სხვადასხვა ტერმინის გამოყენებას, ამაზე საუბარი არასერიოზულია“, – აღნიშნა გეკა გელაძემ.
გეკა გელაძე ამბობს, რომ შსს-ს არ აქვს არანაირი ნივთიერება, რომელიც საზოგადოების ჯანმრთელობისთვის საშიშია.
„გამოძიება დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, გააჟღერა, რაც იყო გამოყენებული, საერთაშორისო პრაქტიკა რაც არსებობს. ჩვენ რა ნივთიერებებიც გვაქვს, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ხდება მსგავსი ნივთიერების გამოყენება. არც გვაქვს არანაირი ნივთიერება, რომელიც საზოგადოების ჯანმრთელობისთვის არის საშიში“, – განაცხადა გეკა გელაძემ.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით სამართალწარმოებას იწყებენ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


