კომენტარი
შრომის უსაფრთხოებისთვის გაცილებით ბევრი რამ არის გასაკეთებელი - სოზარ სუბარი
შრომის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად ქვეყანაში გაცილებით ბევრი რამ არის გასაკეთებელი, განსაკუთრებით კი ისეთ საშიშპირობებიან სამუშაო ადგილებში, როგორიცაა ჭიათურის მაღარო და ტყიბულის შახტა, - განუცხადა ჟურნალისტებს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა ტყიბულში, სადაც მინდელის სახელობის შახტში ტრაგიკულად დაღუპული მეშახტეების ოჯახებისთვის სამძიმრის სათქმელად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ, მაია ცქიტიშვილთან ერთად ჩავიდა.
„პრემიერ-მინისტრის დავალებით მაია ცქიტიშვილთან ერთად ჩამოვედით, რათა საქართველოს მთავრობის სახელით სამძიმარი ვუთხრათ ოჯახებს. ეს არ არის მხოლოდ, ამ ოჯახების ტრაგედია, ეს არის მთელი საქართველოს ტრაგედია, ამდენი ადამიანი იღუპება. მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ.
ზოგადად შრომის უსაფრთხოების კუთხით, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი არის გასაკეთებელი და ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ ადგილებს სადაც შრომა ყველაზე მეტად რისკის შემცველია. ეს არის ტყიბულის მაღაროები, ჭიათურა, სამშენებლო ორგანიზაციები და ამიტომ მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს ხანებში ამ მიმართულებით სერიოზული გარღვევებიც გვექნება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


