კომენტარი
შორენა წარმოადგენს საქართველოს ეკლესიის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრების პოზიციას - მეუფე პეტრე
ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე საქართველოს საპატრიარქოში პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის გავლენაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ის წარმოადგენს საქართველოს მტრების პოზიციას საპატრიარქოში.
საპატიმროში დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა.
,,მეუფე იაკობზე ვთქვი, რომ პატრიოტი ადამიანია, მაგრამ ის არის ასევე შემადგენელი ნაწილი ამ ინტრიგისა უნებლიედ. დღემდე იბრძვიან ის ძალები, რომლებმაც მსგავსი მმართველობა დაამკვიდრეს ქვეყანაში და ეკლესიაში კი, ამ ქალის მმართველობა. ეს არის ტრაგედია და ნამდვილად ამ საუკუნის პრობლემა. ჩვენ, ქართველი ერი, ერთად ქრისტეს მოსიყვარულე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ეროვნული სულისკვეთების ადამიანები ამ საქმეს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. შორენა წარმოადგენს საქართველოს ეკლესიის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრების პოზიციას. ამას მთელი პასუხიმსგებლობით ვაცხადებ " - განაცხადა მეუფე პეტრემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


