კომენტარი
შორენა თეთრუაშვილი არ არის ის ადამიანი, რომელიც შაქარს არ მოიხმარს, საპატრიარქოში ასეთი არის პატრიარქი - ნანა კაკაბაძე
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პროკურატურას შეეძლო დღესვე დაედგინა, როგორც ამ საქმის დამკვეთები, ასევე მათ შესანიშნავად შეეძლოთ დაედგინათ, ვის წინააღმდეგ იყო ეს ციანიდი, - განაცხადა უფლებადამცველმა, ნანა კაკაბაძემ ტელეკომპანია ,,იბერიას“ გადაცემაში ,,ცენზურის გარეშე“ სტუმრობისას.
კაკაბაძე ფიქრობს, რომ აღნიშნულ საქმეზე მხოლოდ დეკანოზი გიორგი მამალაძე არ უნდა იყოს ერთადერთი ბრალდებული, რადგან მისი თქმით, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებშივე ჩანს, რომ სასულიერი პირი მრავლობითში საუბრობს.
,,ვნახეთ განაჩენი მხოლოდ შემსრულებელზე, რომელიც არის გიორგი მამალაძე და არ გვინახავს ისინი, ვინც იყვნენ დამკვეთები და ვისგანაც მომდინარეობდა ეს საქმე. იმ ჩანაწერში, რომელიც დაცვის მხარეს არ დაუყენებია ეჭვქვეშ, ძალიან ცალსახად ჩანს, რომ მამა გიორგი საუბრობს მრავლობითში. ის ამბობს, რომ ,,ჩვენი მიზანი იყო არა ის თანამდებობა, რაზედაც მიდის საუბარი, არამედ ეს იყო შეღწევა საპატრიარქოში.“ ის ვისზედაც მამა გიორგი საუბრობს, როგორც გამოძიება ამბობს, გამოყოფილია ცალკე საქმედ და მიმდინარეობს გამოძიება. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს შეიძლება დარჩეს გამოუძიებელი, რადგან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პროკურატურას შეეძლო დღესვე დაედგინა, როგორც ამ საქმის დამკვეთები, ასევე მათ შესანიშნავად შეეძლოთ დაედგინათ, ვის წინააღმდეგ იყო ეს ციანიდი“, - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
ამასთან, უფლებადამცველი თქმით, ციანიდი განკუთვნილი არ უნდა ყოფილიყო შორენა თეთრუაშვილის წინააღმდეგ, თუმცა მისივე ვარაუდით, ის შესაძლოა, ეყიდათ პატრიარქისთვის.
,,მართალია შორენა თეთრუაშვილზე საუბრობს, რომ ის უნდა ,,დაიბრიდოს“ და ,,გავიდეს მარილზე“, მაგრამ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სიტყვები. კონკრეტულად ციანიდს რაც უკავშირდება, ციანიდთან დაკავშირებით მამა გიორგიც და ირაკლი მამალაძეც საუბრობენ და ირაკლი მამალაძე უხსნის, რომ მე რომელსაც ვშოულობ ის საჭმელში იხსნება და თუ მას მიღებული აქვს შაქარი, ეს არ იმოქმედებსო. მაგრამ, გიორგი მამალაძე ეუბნება, რომ არა, ეს ჩვენ გვინდა იმისთვის, ვინც შაქარს არ ღებულობსო. მინდა, დანამდვილებით გითხრათ, რომ შორენა თეთრუაშვილი არ არის ის ადამიანი, რომელიც შაქარს არ მოიხმარს, საპატრიარქოში ასეთი არის პატრიარქი, ვინც შაქარს არ მოიხმარს. გამოძიება არასრულად არის ჩატარებული და აქედან გამომდინარე, ეს განაჩენიც არ არის ადეკვატური იმ საქმისა, რომელ საქმესთანაც ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


