კომენტარი
შოკში ვარ, ქვეყანა საფრთხეშია, გაფრთხილებთ - რომან გოცირიძე
ნაციონალური მოძრაობის წევრმა რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრის მიერ, გუშინ წარმოდგენილ ლარის გამყარებასა და ეკონომიკური ზრდისთვის მიმართული 4-პუნქტიან გეგმას გამოეხმაურა.
როგორც გოცირიძემ Facebook-ში პირად გვერდზე დაწერა, ის გეგმა რომელიც მთავრობამ წარადგინა, არის ნგრევის გეგმა, რის გამოც, შოკშია.
მედიანიუსი დეპუტატის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ შოკში ვარ. გულწრფელად გეტყვით: შემეშინდა ჩვენი ქვეყნის მომავლის გამო. ქვეყანა უვიცებს ჩაუვარდათ ხელში! მეგონა, რომ იმ რადიკალურმა ცვლილებებმა, რომელიც მოხდა ვარდების რევოლუციის შემდეგ, შექმნა განვითარების ისეთი საძირკველი, რომელსაც ვერაფერი შეარყევდა. შეიძლება დაზიანებულიყო, მაგრამ გაუძლებდა სიმძიმეს.მეგონა, რომ ისე მტკიცედ ვიდექით საბაზრო, ლიბერალურ ლიანდაგზე, რომ იქიდან ძნელი იქნებოდა ამოგდება. როგორც ჩანს, ვცდებოდი.
ის გეგმა, რაც მთავრობამ წარმოადგინა, არის ნგრევის დასაწყისი. როგორც ფაქტი და როგორც ტენდენცია. ეს გვაბრუნებს შევარდნაძის დროში. ამას მალე იგრძნობს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე, ამას იგრძნობთ თქვენ, ვინც ამ სიტყვებს კითხულობთ ახლა. ეს არის გაფრთხილება! მთავრობა ბევრ შეცდომას უშვებდა. დაგროვდა თანდათანობით. რაოდენობრივი მალე თვისობრივში გადაიზრდება. ეს ისე მოხდება, რომ ვერც კი მივხვდებით, თუ როდის და როგორ. ვგრძნობ ამას ძალიან კარგად. პირველი საბჭოთა კოოპერატივით დაწყებული და პირველი ქართული ე.წ. სტარტაპით დამთავრებული, ყველაფერი ჩემ თვალწინ განვითარდა. იმასაც გეტყვით მოკრძალებით, რომ ჩემი მონაწილეობითაც ზოგი რამ მოხდა. ამიტომ არ მღალატობს ინტუიცია. ამიტომ მინდა, რომ გაგაფრთხილოთ! ამას ვამბობ ყოველგვარი პოლიტიკური მოტივის გარეშე. ქვეყანა საფრთხეშია!”,-წერს გოცირიძე.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


