კომენტარი
შეწყალების საქმეზე პრეზიდენტის მსჯავრდება დემოკრატიისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კედლის გამოცლაა - გიორგი მშვენიერაძე
საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტის თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე ე.წ. შეწყალების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმიანება.
,,ბევრისთვის შესაძლოა შეწყალების საქმეზე პრეზიდენტის მსჯავრდება პირადად სააკაშვილის მიუღებლობის (პოლიტიკური, პირადი და ა.შ.) გამო სასიხარულო, ან მინიმუმ არსაწყენი ამბავია, მაგრამ დემოკრატიისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კედლის გამოცლაა.
გარდა იმისა, რომ ცივილიზებული, საერთაშორისო ინსტიტუტების თუ მეგობრების თვალში, თვალსაჩინოდ გამოვამზეურეთ ჩვენი სამართლებრივი განუვითარებლობა და მარტივი კონსტიტუციური პრინციპებისადმი უპატივცემულობა, ასევე დღეიდან უკვე ვიცით, ვინ უნდა შეიწყალონ და ვინ არა, ამას გადაწყვეტს არა პრეზიდენტი, არამედ პროკურატურა და სასამართლო, რადგან მათ უკვე პრეცედენტულად შეუძლიათ შეაფასონ პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება. არა და შეწყალების უფლებამოსილების ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი, სწორედ შეწყალების გამოყენებით პროკურატურისა და სასამართლოს პრაქტიკასა და პოლიტიკაზე გავლენის მოხდენაა.
მოსამართლე არევაძემ უფრო ღრმა პროფესიული საფლავი გაითხარა, ვიდრე გირგვლიანის საქმის განმხილველმა მოსამართლე ჩემიამ“, - წერს მშვენიერაძე.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


