უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

6 თებერვალი, 2019 10:15
font-size

შეთანხმება არ გულისხმობს დერეფნების ავტომატურ გახსნას - ზურაბ აბაშიძე

ტვირთების საბაჟო მონიტორინგის თემაზე ჟენევაში ქართულ-რუსულ-შვეიცარიული ერთობლივი კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება. ქართული მხრიდან შეხვედრაში შემოსავლების სამსახურის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

შეხვედრასთან დაკავშირებით რუსულ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციებს, მათ შორის განცხადებებს, რომ 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციის შედეგად შესაძლოა, ოკუპირებული ტერიტორიების გავლით ტვირთების ტრანზიტი დაიწყოს, პირველ არხთან საუბარში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა.

„იმედი მაქვს, არ ავყვებით სხვა ქვეყნის პროპაგანდისტულ რიტორიკას და დაველოდებით შეხვედრის შედეგებს. ქართული მხარე იმოქმედებს 2011 წლის შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპებზე დაყრდნობით“, – განუცხადა პირველ არხს აბაშიძემ.

მისივე თქმით, იწყება 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციის ეტაპი და ქართული მხარე სწორედ წლების წინ გაფორმებული დოკუმენტის შესაბამისად მოქმედებს.

„როგორც 2011 წლის შეთანხმების სახელწოდებიდანაც ჩანს, საუბარია ორ ქვეყანას, საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთების საბაჟო ადმინისტრირებასა და მონიტორინგზე, რასაც განახორციელებენ შვეიცარიული კერძო კომპანიის წარმომადგენლები. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ არ არის საუბარი მებაჟეებზე, საუბარია კერძო კომპანიის ექსპერტებზე. შეთანხმებით განსაზღვრულია საკმაოდ ზუსტად, თუ სად უნდა განთავსდეს მონიტორთა ტერმინალები და ამის თაობაზე არსებობს კონკრეტული მოცემულობა“, – აღნიშნავს აბაშიძე.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიების გავლით ტვირთების ტრანზიტის შესაძლო დაწყებაზე, აბაშიძე განმარტავს, რომ შეთანხმება არ გულისხმობს დერეფნების ავტომატურ გახსნას.

„ეს შეთანხმება არ გულისხმობს ამ დერეფნების ავტომატურ გახსნას. საუბარია ტვირთების მონიტორინგზე, თუკი რამე გაივლის საქართველოსა და რუსეთს შორის.

ზოგადად, ამ კორიდორების გახსნა-არ გახსნა სხვა საკითხია და თუ მომავალში მიიღება გადაწყვეტილება ამის შესახებ, ეს ცალკე პოლიტიკური ნაბიჯი იქნება“, – დასძინა ზურაბ აბაშიძემ.

საკვანძო სიტყვები:

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი