მსოფლიო
შესაძლოა, ომი დაიწყოს - ემანუელ მაკრონი ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ს სავარაუდო გასვლაზე
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ თუკი აშშ გავა 2015 წელს ირანთან გაფორმებული შეთანხმებიდან, ეს ომს გამოიწვევს.
„შესაძლოა, გავხსნათ პანდორის ყუთი. შესაძლოა, ომი დაიწყოს“, - უთხრა მაკრონმა გერმანულ Spiegel-ს.
მაკრონმა ივარაუდა, რომ ომი თავად აშშ-ის პრეზიდენტს არ სურს.
„ვფიქრობ, არც ტრამპს უნდა ომი“, -თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
აპრილში, თეთრ სახლში გამართული შეხვედრის დროს მაკრონი ცდილობდა დაერწმუნებინა ტრამპი, უარი არ ეთქვა ირანთან ბირთვულ შეთანხმებაზე. მსგავს პოზიციას ემხრობიან გაერო, დიდი ბრიტანეთი და გერმანია.
2015 წლის ბირთვული შეთანხმება შედგა ირანს, აშშ-ს, ჩინეთს, რუსეთს, გერმანიას, საფრანგეთისა და დიდ ბრიტანეთს შორის. ეს დოკუმენტი გულისხმობს თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნაზე უარის თქმას, ამის სანაცვლოდ კი ირანს მოუხსნეს ეკონომიკური სანქციები, მათ შორის ნავთობის საერთაშორისო გაყიდვაზე.
დონალდ ტრამპმა აღნიშნული შეთახნმება არანორმალური უწოდა და აპირებს იქიდან გასვლას, თუკი კონგრესი და ევროპელი მოკავშირეები 12 მაისისთვის არ შეთანხმდებიან ცვლილებებზე და არ შეცვლიან ხარვეზებს დოკუმენტში. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ხელახლა აამოქმედებს მოხსნილ სანქციებს.
თავის მხრივ, ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი უარყოფითად გამოეხმაურა შეთანხმების შესაძლო გადახედვას. მან ეს ინიციტივა უკანონო უწოდა და გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ ამას ანანებს.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


