კომენტარი
შესაძლებელია თუ არა რომ უვიზო რეჟიმი გაგვიუქმდეს, ეს 100%-ით არის დამოკიდებული საქართველოს თითოეული მოქალაქის ქცევაზე თეა წულუკიანი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანი თქმით, ე.წ შეჩერების მექანიზმი იმიტომ შემოდის, რომ თუკი ევროკავშირის ქვეყნები ჩათვლიან, რომ ქართველი ხალხი უვიზო რეჟიმს აღარ იმსახურებს, უვიზო რეჟიმი რომ მარტივად გაუქმდეს.
ამის შესახებ მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
წულუკიანმა იმედი გამოქთავ, რომ ე.წ შეცერების მექანიზმის კენჭისყრის წარმატებით დასრულების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები „რამდენიმე კვირაში მივიღებთ უკვე ვიზალიბერალიზაციას“.
„შეჩერების მექანიზმი კი, იმისთვის შემოდის, რომ თუკი ევროკავშირის ქვეყნები ჩათვლიან, რომ ჩვენ აღარ ვიმსახურებთ უვიზო რეჟიმს, ეს უვიზო რეჟიმმი მარტივად გაუქმდება“,-განმარტა იუსტიციის მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდება თუ არა, მთლიანად ევროპის ქვეყნებში მათ ქცევაზეა დამოკიდებული.
„შესაძლებელია თუ არა რომ უვიზო რეჟიმი მომავალში გაგვიუქმდეს? ეს ბოლომდე, 100%-ით არის დამოკიდებული საქართველოს თითოეული მოქალაქის ქცევაზე. არ უნდა დავარღვიოთ იქაური კანონები, არ მოვინდომოთ იქ დარჩენა მაშინ, როდესც ვართ 90 დღით შესული და არა მეტით და არაფერს ვამბობ, მართალია იმ უმცირესობაზე ჩვენი მოქალაქეების, მაგრამ რომელთა საქციელმა ეს პროცესი გააჭიანურა - ორგანიზებულ დანაშაულში არიან დღესაც დასავლულ ევროპულ ქვეყნებში ჩართული“,-აღნიშნა მინისტრმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


