კომენტარი
შენობების ფასადების, სახურავების, ღობეების მასალების და ფერების შესახებ რეგულაციების გათვალისწინება პირველ ეტაპზე ნებაყოფლობითი იქნება - ნინო ენუქიძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ენუქიძემ შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ მთავრობის დადგენილების პროექტი შეაფასა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სხვა საჯარო, კერძო და სახელოვნებო ორგანიზაციების ჩართულობით მომზადდა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ესთეტიკური პარამეტრების სავალდებულო სარეგულაციო წესები დაინერგება, რომლითაც შენობების ფასადების, სახურავების, ღობეების მასალები და ფერები განისაზღვრება. მისი თქმით, მუნიციპალიტეტებისთვის ეს იქნება საბაზისო დოკუმენტი, რომელთაც თითოეული მათგანი გადაწყვეტილების მიღების დროს იხელმძღვანელებს.
ნინო ენუქიძის ინფორმაციით, ახალი რეგულაცია მისი ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში ბიზნესისთვის ნებაყოფლობითი იქნება, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი სავალდებულო გახდება. გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოში მოპოვებულ ან წარმოებულ სამშენებლო თუ სხვა სახის მასალებს უპირატესობა მიენიჭება.
„ჩვენი ქალაქებისა და დასახლებების ისტორიული და კულტურული იდენტობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. ისტორიულად ამა თუ იმ რეგიონში მოიპოვებდნენ სამშენებლო მასალებს და მათი მეშვეობით ხდებოდა დასახლებების ისტორიული იერსახის ჩამოყალიბება. სწორედ ამიტომ რეგულაციის შემუშავების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ხელოვნებათმცოდნეები, რომელთა რეკომენდაციების შედეგად ეს წესები შემუშავდა“, - აღნიშნა ნინო ენუქიძემ.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და კულტურის სამინისტროსთან და სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან ერთად თვეების განმავლობაში ინტენსიურ შეხვედრებს მართავდა არქიტექტორებთან, მწარმოებლებთან, მშენებლებთან, ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებთან და ხელოვნებათმცოდნეებთან.
აღსანიშნავია, რომ რეგულაციის პროექტი ევროპული ქვეყნების, მათ შორის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის გამოცდილების გათვალისწინების შედეგად მომზადდა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


