კომენტარი
შენგენის ზონის ახალი რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემას არ შეუქმნის - ვიქტორ დოლიძე
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ვიქტორ დოლიძის განმარტებით, ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილი ახალი რეგულაციის პროექტი, რომელიც შენგენის ზონაში გადაადგილებას შეეხება-„საქართველოს მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემას არ შეუქმნის“.
მინისტრის განმარტებით, საუბარია ავტორიზაციისა და ინფორმაციის შესაძლებლობაზე, რომ ევროკავშირის ქვეყნებში მოძრაობასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იყოს დაცული.
„შენგენის ზონის ახალი რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემას არ შეუქმნის. ეს არის ავტორიზაციისა და ინფორმაციის შესაძლებლობა, რათა ევროკავშირის ქვეყნებში მოძრაობასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად დაცული იყოს. თუკი დაიწყება ამგვარი რამ და ეს იქნება 2020 წლიდან, ამას გრძელვადიანი პროცედურა სჭირდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ მინდა, რომ შეიქმნას წარმოდგენა საზოგადოებაში, რომ ერთი წუთით შეექმნება საქართველოს პრობლემა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
ევროპარლამენტმა გუშინ, ევროკავშირის არამოქალაქე ვიზიტორებისთვის ახალი რეგულაციის პროექტს მხარი დაუჭირა.
შემუშავებული პროექტის მიხედვით, მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც უვიზოდ შეუძლიათ ევროკავშირში მოგზაურობა შესაძლოა, ავტორიზაციის ელექტრონულ სისტემაში (ETIAS) სამგზავრო ნებართვის აღება მოუწიოთ.
მესამე ქვეყნის მოქალაქემ სპეციალურად შექმნილ საიტზე უნდა ჩაწეროს თავისი პერსონალური და სამგზავრო დოკუმენტის მონაცემები, ასევე უნდა მიუთითოს მონაცემები განათლებისა და საქმიანობის შესახებაც.
ამასთან, კითხვების მიხედვით დგინდება აპლიკანტის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, მაგალითად, ხომ არ არის ის რომელიმე ინფექციის გადამტანი. გარდა ამისა, საიტის მიხედვით მოწმდება აქვს თუ არა აპლიკანტს კრიმინალური წარსული და ყოფილა თუა რა საომარ ზონაში.
აპლიკანტის მონაცემების დამუშავება მას შემდეგ დაიწყება, რაც დადასტურდება მოსაკრებლის გადახდა.
მოქალაქის მიერ შეყვანილ მონაცემებს ევროპოლისა და ინტერპოლის შესაბამისი უწყებები გადაამოწმებენ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


