კომენტარი
შეხვდა თუ არა რუსთავის მერი პორტუგალიაში კრიმინალურ ავტორიტეტს
ერთ-ერთი მედიასაშუალებით კიდევ ერთხელ გაიჟღერა შეთხზული ამბის ახალმა ინტერპრეტაციამ, რაზეც აუცილებლად მექნება სამართლებრივი რეაგირება ჩემი პატივისა და ღირსების დასაცავად, - ამის შესახებ ნათქვამია რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას განცხადებაში, რომელიც მის ოფიციალურ „ფეისბუქგვერდზე“ გამოქვეყნდა.
„ბოლო პერიოდში ჩემს მიმართ დაწყებული ბინძური კამპანია, რომელშიც მაქსიმალურად ვცდილობდი, არ ჩავრთულიყავი და არ გამეკეთებინა არარსებულ ამბებზე კომენტარი, პირდაპირ კავშირშია სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ინტერესებთან, რომელთა მიზანიც რუსთავის კეთილდღეობის და წინსვლის შეჩერებაა.
ჩემი სახელის დისკრედიტაციით და გამოგონილი ამბებით, ცდილობენ ზიანი მიაყენონ მმართველი გუნდის ერთიანობას, დაბნეულობა გამოიწვიონ საზოგადოებაში და რუსთავის თვითმმართველობის მიმართ მოსახლეობის ნდობის ხარისხი შეამცირონ.
დღეს ერთ-ერთი მედიასაშუალებით კიდევ ერთხელ გაიჟღერა შეთხზული ამბის ახალმა ინტერპრეტაციამ, რაზეც აუცილებლად მექნება სამართლებრივი რეაგირება ჩემი პატივისა და ღირსების დასაცავად. ვინაიდან ბოლო ამბის ინსპირაცია ჩემი პორტუგალიაში ვიზიტი გახლავთ, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ჩავთვალე საჭიროდ, მხოლოდ ამ ნაწილში ვუპასუხო საზოგადოებას და არა მედიასაშუალებას, რომელიც ჭორებს ავრცელებს.
პორტუგალიაში ჩემი ვიზიტი იყო გაეროს მიერ ორგანიზებული, სადაც სერბეთის, მოლდავეთის, ლიბანის, პორტუგალიის, ტაჯიკეთისა და ხორვატიის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად ხელი მოვაწერე ქარტიას, რომელიც მზის ენერგიის სისტემების განთავსების ხელშეწყობას, ასევე, მზის ენერგიის სისტემების განვითარებაში სამოქალაქო სექტორისა და ბიზნესის ჩართულობის გაზრდას ითვალისწინებს”, - ნათქვამია განცხადებაში.
ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პირად პრობლემებზე სასაუბროდ, რუსთავის მერი პორტუგალიაში კრიმინალურ ავტორიტეტს შეხვდა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


