კომენტარი
შეგვიძლია, აქვე დავდოთ პირობა, რომ ეუთო-ს შესაბამისი რეკომენდაციები ზედმიწევნით იქნება შესწავლილი და მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და დამკვირვებლებს მადლობას უხდის.
როგორც პარლამენტის სპიკერმა, პლენარული სხდომის დაწყებისას განაცხადა, ის განსაკუთრებით ყურადღებით გაეცნო ეუთო-ს რეკომენდაციებს არჩევნებთან დაკავშირებით.
„მინდა ზოგადად, მათ მადლობა გადავუხადო შეფასებისთვის, წარმოდგენილი რეკომენდაციებისთვის. ამ რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ეხებოდა ცვლილებებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში. ეს არის პირველ რიგში ჩვენი პასუხისმგებლობა, პარლამენტის პასუხისმგებლობა და პარლამენტმა განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შეასრულოს აღნიშნული ფუნქცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, უნდა განხორციელდეს ცვლილებები, რომლებიც არის საჭირო უკეთესი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად.
„შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია, აქვე დავდოთ პირობა, რომ ეუთო-ს შესაბამისი რეკომენდაციები ზედმიწევნით იქნება შესწავლილი და მხედველობაში მიღებული. მივიღებთ შესაბამის ზომებს, რომ ჩვენს კანონმდებლობაში ეს ცვლილებები განხორციელდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


