მსოფლიო
შეერთებულმა შტატებმა და ირანმა თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწიეს, მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა
შეერთებულმა შტატებმა და ირანმა თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწიეს, თუმცა რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ორივე მხარე გეგმავს მოლაპარაკებების განახლებას თავიანთი ქვეყნების დედაქალაქებში კონსულტაციების შემდეგ.
ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საიდ ბადრ ალბუსაიდიმ, რომელიც მოლაპარაკებებს შუამავლობს, შვეიცარიაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი პროგრესს მიაღწიეს.
„დავასრულეთ დღე შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევის შემდეგ“, - განაცხადა ბადრ ალბუსაიდიმ.
მისი თქმით, ტექნიკური დონის დისკუსიები მომავალ კვირას ვენაში გაიმართება.
მედიის ინფორმაციით, საიდ ბადრ ალბუსაიდი დღეს ვაშინგტონში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და აშშ-ის სხვა ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებს გამართავს.
Reuters-ი წერს, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმების მიღწევისკენ მიმართული ნებისმიერი არსებითი ნაბიჯი შეამცირებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ირანზე თავდასხმის შესაძლო პერსპექტივას.
შეგახსენებთ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისა და აშშ-ის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის არაპირდაპირი მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ომანის შუამავლობით, ჟენევაში გუშინ გაიმართა.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


