მსოფლიო
შეჩერდით! - უკრაინის სუს-ის უფროსმა რუსეთის სპეცსამსახურები უკრაინაში ტერაქტების მოწყობაში დაადანაშაულა
უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილი გრიცაკმა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური უკრაინაში ტერაქტების მოწყობაში დაადანაშაულა. გრიცაკმა მიმართა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ალექსანდრე ბარტნიკოვს, შეაჩეროს სიტუაციის დესტაბილიზაციის პროცესი.
„მოგმართავთ როგორც ოფიცერი ოფიცერს. ომის პირობებშიც არის წესები, რომლის დარღვევა დაუშვებელია სპეცსამსახურების თანამშრომელთათვის. რაც კი შესაძლებელი იყო, ყველა ზღვარს გადახვედით. თქვენც და მეც ვიცით, რომ უკრაინაში: ოდესაში, ხარკოვში, ჰერსონესსა და სხვა ქალაქებში ტერაქტების მოწყობაში რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომლები არიან გარეული. ათობით ადამიანი დაიღუპა, ბევრი კი დაშავდა.
ამჯერად წითელი ხაზი გადაკვეთეთ. თქვენ მზად იყავით, თქვენი მოქალაქეები აგეფეთქებინათ, რათა რუსეთში სიტუაციის დესტაბილიზაცია გამოგეწვიათ და ამით უკრაინაში შეჭრის საბაბი მოგეცათ, რათა ფართომასშტაბიანი კამპანია დაგეწყოთ. ხვდებით, რა გეოპოლიტიკურ შედეგებს გამოიწვევდა ეს მოქმედებები, რისთვისაც პასუხი უნდა აგოთ! ხვდებით, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება, მათ შორის პუტინიც სამუდამო არაა? შეჩერდით!“- თქვა გრიცაკმა ტელეარხ „Прямой“-ის ეთერში.
28 აგვისტოს 19 წლის უკრაინელი პაველ გრიბა ბელორუსიაში, გომელში რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ინტერნეტით გაცნობილ რუს გოგოსთან შესახვედრად ჩავიდა. როგორც შემდგომ ახალგაზრდა ქალმა განაცხადა, მან რუსეთის სპეცსამსახურების ზეწოლით მოტყუებით ჩაიყვანა გრიბა ბელორუსიაში.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


