კომენტარი
შარშან ივანიშვილის მთავრობამ გააკეთა საჩუქრის სახით საზოგადოებისთვის დენის ტარიფის გაზრდა, იგივე მეორდება ახალი წლების წინაც - ზურაბ ჭიაბერაშვილი
ბუნებრივი აირის ტარიფის შესაძლო გაზრდას „ევროპული საქართველოს“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ეხმაურება.
მისი თქმით, გაზზე საფასურის მატება მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება.
„გაზის ტარიფი ძალიან ბევრ რეგიონში ორი წლის წინ უკვე გაიზარდა და მძიმე ტვირთი ისედაც უკვე იყო ჩვენი გაღარიბებული მოსახლეობისთვის. შარშან ივანიშვილის მთავრობამ გააკეთა საჩუქრის სახით საზოგადოებისთვის დენის ტარიფის გაზრდა. სამწუხაროდ, იგივე მეორდება ახალი წლების წინ, როცა მაღალი ალბათობით, მოსალოდნელია გაზის ტარიფის გაზრდა და ეს კიდევ უფრო დაამძიმებს ჩვენი გაღარიბებული მოქალაქეების მდგომარეობას.
ისე არის ბევრი უყაირათო ხარჯით სავსე ბიუჯეტი, რომ რაიმე რესურსი, რომ ახლა ბიუჯეტი შეაშველონ სუბსიდირების სახით გაზის ტარიფს, პრაქტიკულად წარმოუდგენელია. შესაბამისად, ისევ ეს ყველაფერი გადაივლის ჩვენი მოქალაქეების ჯიბეზე,“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ცნობისთვის, ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში ამ წუთებში სხდომა მიმდინარეობს, სადაც ბუნებრივი აირის ტარიფი უნდა დადგინდეს.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


